რუსეთის ხელისუფლებამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯები 560 მილიონი დოლარით შეამცირა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დანახარჯები სერთო ჯამში ახლა 631,5 მილიარდი რუბლით (11,8 მილიარდი დოლარი) განისაზღვრა.

რუსეთის ხელისუფლებამ ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯები 560 მილიონი დოლარით შეამცირა.

"ბიბისის" ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის მთლიანი ხარჯები 30 მილიარდი რუბლით (560 მილიონი დოლარი) შემცირდება. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რამ განაპირობა რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება.

არსებული ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დანახარჯები სერთო ჯამში ახლა 631,5 მილიარდი რუბლით (11,8 მილიარდი დოლარი) განისაზღვრა.

იანვარში ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დანახარჯები რუსეთმა 10%-ით შეამცირა. თუმცა, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ განაცხადა, რომ ხარჯების შემცირება არ შეეხებოდა ინფრასტრუქტურასა და სტადიონების მშენებლობას. 

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს მოსკოვის გარდა, სანკტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, სამარა, სოჭი, ეკატერინბურგი და რუსეთის სხვა დიდი ქალაქები უმასპინძლებს.