2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციულმა ბანკებმა 1 467 383 543 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი - იანვარზე, 225.636 მლნ ლარი - თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი - მარტზე, 223.989 მლნ ლარი - აპრილზე; 279.334 მლნ ლარი - მაისზე, ხოლო 252.215 მლნ ლარი ივნისზე მოდის.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების თითქმის 88% ორმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ გადაინაწილეს. 17 ბანკიდან ხუთი – „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა“, „ჰეშბანკი“ და „პეივბანკი“ – ზარალზე გავიდა.
ამასთან, წელს ექვს თვეში რეგისტრირებული17 კომერციული ბანკიდან - ხუთი ზარალზე გავიდა. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-ივნისში „სილქ-ბანკი“ - 3.908-მილიონიან ზარალზე გავიდა, „პეივბანკი“ 204 ათასი ლარის, „ჰეშბანკი“ - 1.626 მლნ ლარის, „პეისერა“ - 487 ათასი ლარის და „ვითიბი ბანკი საქართველო“ - 8.607-მილიონიან ლარის ზარალზე გავიდა.
ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ეროვნულ ბანკში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიში 17 კომერციულ ბანკს აქვს წარდგენილი.