"საჰაერო სისტემა, რომელიც ფრანგული კომპანიისგან შევიძინეთ, ყველაზე თანამედროვე და ახალია"

საჰაერო სისტემა, რომელიც შევიძინეთ ფრანგული კომპანიისგან, არის ყველაზე თანამედროვე და ახალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელი მოწერილია შეთანხმების პირველ კომპონენტზე, ხოლო მეორე კომპონენტს ხელი მოეწერება ივნისის ბოლოს. "სისტემა, რომელიც შევიძინეთ ფრანგული კომპანიისგან არის ყველაზე თანამედროვე, ახალი, ნატო-ს თავსებადი საჰაერო სისტემა. ხელშეკრულება მთლიანად საჰაერო თავდაცვითი სისტემის განვითარებას გულისხმობს. ეს არ არის იმ შეთანხმების ტიპი, რომელიც თავიდან იგეგმებოდა. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ხელი ამ დროისთვის პირველ კომპონენტს აქვს მოწერილი, ხოლო მეორეს ივნისის ბოლოს მოეწერება", - განაცხადა ხიდაშელმა.