„საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სამედიცინო და ქიმიური ნარჩენების უტილიზაციის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო სოფლის მურნეობაში ქიმიური ნივთიერებების მოხმარებით პირველ ადგილზეა, რაც დაუშვებელია და აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია.
როგორც მან განმარტა, სოფლის მურნეობის პროდუქტების წარმოებაში სასუქების დიდი ოდნობით გამოყენება სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ჩვენ არ გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონი. თუმცა, კანონპროექტი უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა მონიტორინგის სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ქიმიური ნივთიერებების შემნახველ საწყობებს შეამოწმებენ. ძალიან ბევრი ქიმიური ნივთიერება ფეთქებადია, მათ შორის გვარჯილაც, რომელსაც კიდევ ცალკე რეგულაციები სჭირდება.
საქართველო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტთან მიმართებით ქიმიური ნივთირებების მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, რაც ყოვლად დაუშვებელია. არ გვაქვს შეზღუდვა მოხმარებაზე, რაც სხვა ქვყნებს აქვთ და ეს გამოსასწორებელია. მოსახლეობა ნერგებს სასუქს თვითონ აყრის და იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. საბოლოო ჯამში ის ამით კლავს მცენარეს. ეს, რა თქმა უნდა, გადადის პროდუქტში და იწამლება ძალიან ბევრი ადამიანი. რეალურად, ეს არის მიზეზი მომნელებელი სისტემის დაავადებების.
ამიტომ, ამ სფეროს რეალური რეგულირება უნდა მოხდეს. კანონპროექტი, როგორც გითხარით, მზად არის და დამატებითი განხილვები, ალბათ, კიდევ იქნება. ვიმედოვნებ, რომ ის კანონად იქცევა“, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.