2024 წლის ფორმულა 1-ის (F1) სეზონი მიმდინარეობს. უამრავმა მრბოლელმა, მათ შორის, ლანდო ნორისმა, ჩარლზ ლეკლერკმა და ჯორჯ რასელმა გამარჯვება უკვე იგემეს. ახალი სახეების გამოჩენის პარალელურად, აქტუალურობას არ კარგავენ ფორმულა 1-ის უკვე ლეგენდად ქცეული მრბოლელები. თუმცა მათ თავის დასამკვიდრებლად ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. 10 ყველაზე გამოცდილი და მდიდარი მრბოლელის ქონება ასე გამოიყურება:
ვალტერ ბოტასსი - 30 მილიონი დოლარი
ფინელმა პილოტმა ვალტერ ბოტასსმა თავისი დებიუტი ფორმულა 1-ში 2013 წელს შეასრულა. ის რეიტინგში 2017 წელს დაწინაურდა. მერსედესში წარმატებული მუშაობის შემდეგ, 2022 წელს ბოტასსი შეუერთდა Alfa Romeo Racing გუნდს (ამჟამად ცნობილია, როგორც Kick Sauber). მან 34-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ჯამურად 30 მილიონი დოლარის ქონება გამოიმუშავა.
პიერ გასლი - 33 მილიონი დოლარი
ფრანგი მძღოლი პიერ გასლი ფორმულა 1-ის რეიტინგში 2017 წელს მოხვდა. 2019 წელს მან პარტნიორობა გაუწია ახალგაზრდა სენსაციას - მაქს ვერსტაპენს. 2023 წელს, 28 წლის მრბოლელმა ხელფასის სახით 5 მილიონი დოლარი მიიღო, რის შედეგადაც სეზონის მე-9 ყველაზე მაღალანაზღაურებადი F1 პილოტი გახდა.
ჩარლზ ლეკლერკი - 50 მილიონ დოლარამდე
მონაკოში დაბადებულმა მძღოლმა ჩარლზ ლეკლერკმა თავისი დებიუტი ფორმულა 1-ში Sauber-თან ერთად 2018 წელს შეასრულა. მისმა ეპიკურმა გამოსვლამ შთაბეჭდილება მოახდინა გარშემომყოფებზე. დღეს ჩარლზი ფორმულა 1-ის პრესტიჟულ მრბოლელად ითვლება. ამ წლის დასაწყისში მან მონაკოს გრან პრიზე გამარჯვება მოიპოვა.
ლენს სტროლი - 50 მილიონი დოლარი
კანადელმა ლენს სტროლმა თავისი დებიუტი ფორმულა 1-ში 2017 წელს უილიამსის გუნდში შეასრულა. მისი შესანიშნავი სადებიუტო სეზონის განმავლობაში, გულშემატკივრებზე შთაბეჭდილება მოახდინა იმით, რომ 18 წლის ასაკში სეზონის ყველაზე ახალგაზრდა მძღოლი იყო. 2019 წელს სტროლი შეუერთდა Racing Point გუნდს, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც Aston Martin. გუნდი მის მამას, მილიარდერ ლოურენს სტროლს ეკუთვნის. 25 წლის მრბოლელის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს.
კარლოს საინცი - 50 მილიონ დოლარამდე
ესპანელი პილოტი კარლოს საინცი ფორმულა 1-ის სამყაროში 2015 წელს გამოჩნდა და გააგრძელა მოღვაწეობა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა Renault და McLaren. 2021 წელს ის გადავიდა „ფერარიში“. 2023 წელს, საინცი გახდა მეშვიდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი F1 მძღოლი. 2023 წლის მრბოლელების რეიტინგში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა. 29 წლის მოთამაშის სავარაუდო წმინდა ქონება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
დანიელ რიკიარდო - 50 მილიონი დოლარი
ავსტრალიელმა მრბოლელმა დანიელ რიკიარდომ ფორმულა 1-ში გამოსვლები 2011 წელს დაიწყო. 34 წლის რიკიარდო ასპარეზობდა სხვადასხვა გუნდის სახელით, მათ შორის, რენოსა და მაკლარენის სახელით. F1-ის ლეგენდა შეფასებულია 50 მილიონ დოლარად.
სერხიო პერესი - 75 მილიონი დოლარი
მექსიკელმა პილოტმა სერხიო პერესმა ფორმულა 1-ში დებიუტი 2011 წელს Sauber-თან ერთად შეასრულა. 34 წლის პილოტი ასპარეზობდა რამდენიმე გუნდში, მათ შორის მაკლარენსა და ფორს ინდიაში. ის Red Bull Racing-ის ოჯახს 2021 წელს შეუერთდა. გასულ წელს, ნიჭიერი პერესი მეოთხე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მძღოლი იყო F1-ში.
მაქს ვერსტაპენი - 210 მილიონი დოლარი
ჰოლანდიელი მაქს ვერსტაპენის დებიუტი 2015 წელს შედგა. 17 წლის ასაკში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მძღოლი, ვისაც ოდესმე F1-ში უასპარეზია. 2016 წელს, 18 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ახალგაზრდა F1 რბოლის გამარჯვებული. 2021 წელს ის F1 მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ფერნანდო ალონსო - 260 მილიონი დოლარი
ორგზის მსოფლიო ჩემპიონის ფერნანდო ალონსოს დებიუტი ფორმულა 1-ში 2001 წელს მინარდის გუნდში შედგა. თავისი კარიერის განმავლობაში, ესპანელმა მძღოლმა იასპარეზა მრავალი გუნდისთვის, მათ შორის რენოს, მაკლარენისა და ფერარის გუნდებში. მარტინის გუნდს 2023 წელს შეუერთდა. ის იყო მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი F1 მძღოლი 2023 წელს, გამოიმუშავა 34 მილიონი აშშ დოლარი. დღეს მისი ჯამური ქონება შეფასებულია 260 მილიონ დოლარად.
ლუის ჰემილტონი - 300 მილიონ დოლარამდე
ბრიტანელი რბოლის ლეგენდა ლუის ჰემილტონი აღიარებულია F1-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელად. ჰემილტონის დებიუტი 2007 წელს მაკლარენთან ერთად შედგა. მაკლარენთან ერთად გატარებული რამდენიმე წარმატებული სეზონის შემდეგ, ჰემილტონი 2013 წელს მერსედესში გადავიდა და გუნდთან ერთად კიდევ ექვსი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გასულ წელს ის იყო მეორე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მრბოლელი სპორტში. 39 წლის ასაკში, ჰემილტონი შეფასებულია 300 მილიონ დოლარამდე, თუმცა სავარაუდოდ, თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.
წყარო: lovemoney.com