2024 წლის იანვარ-ივნისში თურქული თაფლი 45 ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. ამის შესახებ Anadolu თურქეთის აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა კავშირზე (DKİB) დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან სულ 17 243 866 აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
თურქული თაფლის TOP 3 ექსპორტიორთა შორის არიან აშშ, გერმანია და კანადა.
იანვარ-ივნისში შეერთებულ შტატებს 6,3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების თაფლი მიეწოდა, გერმანიასა და კანადაში - შესაბამისად 4,4 მილიონზე მეტი და 812 მილიონზე მეტი ღირებულების თაფლი გაიყიდა.
გასული წლისგან განსხვავებით, 2024 წლის პირველ ნახევარში თაფლი ისეთი ქვეყნების ბაზრებსაც მიეწოდა, როგორიცაა სლოვენია, უნგრეთი, ერაყი, ბანგლადეში, ჩინეთი, მაროკო, ალბანეთი და ნეპალი.