საქართველოში ხორბლის იმპორტი 33.5%-ით გაიზარდა. წელს პირველ ექვს თვეში იმპორტირებულია დაახლოებით 27.57 მლნ დოლარის ხორბალი, შარშან იმავე პერიოდში კი 20.57 მლნ დოლარის ღირებულების.
გასულ წელს 1კგ. ხორბლის საიმპორტო ფასი საშუალოდ 31 ცენტი იყო, წელს კი 24 ცენტია. ეს ნიშნავს იმას, რომ საიმპორტო ფასი 23%-ით არის შემცირებული.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ხორბლის იმპორტიორი ძირითადი ქვეყანა კვლავ რუსეთია. საანგარიშო პერიოდში რუსეთის წილი ხორბლის იმპორტი 99.9%-ს აღწევდა.