მიუხედავად წლის რთული დასაწყისისა, რომელიც მის ოჯახს შეექმნა, როგორც ჩანს, 2024 წელი ბევრად წარმატებული იყო პრინც უილიამის ფინანსებისთვის.
42 წლის უელსის პრინცმა, 2023-2024 ფინანსური წლის განმავლობაში კორნუოლის საჰერცოგოს ქონებიდან 30 მილიონი დოლარი მიიღო.
კორნუოლის საჰერცოგო - მამული უილიამმა მამისგან, მეფე ჩარლზ III-ისგან მემკვიდრეობით მიიღო. სამეფო ოჯახმა ოთხშაბათს გამოაქვეყნა თავისი ინტეგრირებული წლიური ანგარიში, სადაც წერია, რომ 2023-2024 ფინანსურ წელს უილიამმა 30.4 მილიონიან დოლარიანი მოგება მიიღო.
ასევე, პრინცს კორნუოლის ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.
ანგარიში ასევე აჩვენებს, რომ უილიამსს, რომელიც წლების განმავლობაში ფეხბურთის გულშემატკივარი იყო, მიენიჭა ფეხბურთის ასოციაციის (FA) მფარველის ტიტული, რომელსაც ადრე მისი გარდაცვლილი ბებია, დედოფალი ელიზაბეტ II ატარებდა.
როგორც ტახტის მემკვიდრე, უილიამი, მისი მეუღლე ქეით მიდლტონი და მათი სამი შვილი სარგებლობენ კორნუელის საჰერცოგოდან - კერძო საკუთრებით, რომელიც გადასახადებისგან გათავისუფლებულია.
ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული და აშენდა 1337 წელს მეფე ედუარდ III-ის დროს.
წყარო: nypost.com