კაცხის სვეტთან საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა იგეგმება. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება უკვე დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, თუმცა ამ დრომდე ინტერესი არც ერთ კომპანიას არ გამოუხატავს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 68 788 ლარია. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წელს საფეხმავლო ბილიკების შემდეგ ლოკაციებზე უნდა მოინიშნოს:
აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მონიშნულ საფეხმავლო ბილიკებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი რუკები უნდა განათავსოს, დატანილი უნდა იყოს მარშრუტები და უნდა მოამზადო საინფორმაციო დაფები.
რაც შეეხება ვადებს, აღნიშნული სამუშაოების ჩაბარება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარულ დღეში.