2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ოქროს ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა. საქსტატის თანახმად, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 49.926 მილიონი აშშ დოლარის, შარშან პირველ ექვს თვეში კი 45.219 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოდან ექსპორტზე ოქრო ძირითადად შვეიცარიაში გავიდა. შვეიცარიის წილი ექსპორტში 92%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად, წელს ოქროს ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
რაც შეეხება იმპორტის, 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 213-ჯერ შემცირდა. წელს თუ იმპორტირებულია 320 აშშ დოლარის დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, შარშან იმავე პერიოდში ქვეყანაში 68 030 დოლარის ოქრო შემოვიდა. გასული წლის პირველ ექვს თვეში ოქროს იმპორტიორი თურქეთი იყო, წელს კი სრულად საფრანგეთია.