„ღვინის გზის“ მანიშნებლები 23 ახალ მარანს დაუმონტაჟდება - ღირებულება 148 ათას ლარს აჭარბებს

„ღვინის გზის“ პროექტის ფარგლებში ახალი ობიექტებისთვის მანიშნებლების დასამონტაჟებლად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპმ „როუდ სეიფთი სისტემს“ მიიღო და გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

„როუდ სეიფთი სისტემსმა” ჩასატარებელი სამუშაოები 148 450 ლარად შეაფასა. სატენდერო დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ 23 მარნისთვის მანიშნებლების დადგმა ორ ეტაპად უნდა განახორციელოს. პირველ ეტაპზე „ღვინის გზის“ ნიშნები შემდეგი მარნებისთვის განთავსდება:

  • მარანი მირიონი
  • კოლხის ეზო
  • მეღვინეობა ქრაშ 525
  • მეღვინეობა თევზა
  • გიგის მარანი
  • იას მეღვინეობა
  • შირინა პაპას მარანი
  • ღვინის ვერანდა
  • მეღვინეობა მუზე
  • რევიშვიულების მარანი
  • ბოდოკიების მეღვინეობა
  • ოთოს მარანი
  • მეღვინეობა რერო
  • ნიკოლაძეების საღვინე
  • შატო ალექსანდრე
  • მეღვინეობა სოლომონე
  • გონაძეების მეღვინეობა
  • რაჭისუბნის მარანი
  • მარანი რბონა

მეორე ეტაპზე კი „ღვინის გზის“ მანიშნებლები ჯამში 4 მარნისთვის მოეწყობა:

  • მონასტრის მარანი
  • იასეს მარანი
  • მეღვინეობა ოდაბადე
  • ირმას და კატოს ვენახები

რაც შეეხება ვადებს, პირველი ეტაპის შესრულების პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღით განისაზღვრა, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტული ობიექტისათვის მანიშნებლების დაყენების მოთხოვნიდან 12 კალენდარული დღის ვადაში.

მერი ტაბატაძე