ბოლო რამდენიმე წელი, პანდემიის შემდგომი აღდგენის პერიოდი, ავტომწარმოებლებისთვის გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა. Car and Driver- ი წერს, რომ ამ პერიოდში შემცირებული იყო ახალი ავტომობილების გაყიდვები, თუმცა მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ამერიკაში აღდგენის ტენდენცია შეინიშნება. Car and Driver ქვეყნებს იმ ავტომობილების რეიტინგს, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამერიკაში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა.
აშშ-ში საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ავტომობილი, კერძოდ, 352 406 ერთეული, Ford F-Series გაიყიდა. რეიტინგში მეორე ადგილი კი დაიკავა Chevrolet Silverado-მ, რომლის გაყიდვებიც ორ კვარტალში 275 692-ს შეადგენდა.
რეიტინგში 10 ყველაზე გაყიდვადი ახალი ავტომობილი ამერიკაში და მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული საცალო ფასი ასე გამოყურება:
- Ford F-Series: ჯამში გაიყიდა 352 406 ერთეული; მწარმოებლის მიერ შემოთავაზებული საცალო ფასი 38 960–84 495 დოლარის ფარგლებშია.
- Chevrolet Silverado: გაყიდულია 275 692 ერთეული; საცალო ფასი 38 795 – 64 695 დოლარამდე;
- Toyota RAV4: გაყიდულია 248 295 ცალი; საცალო ფასი: 30 070 – 39 690 დოლარის ფარგლებში;
- Tesla Model Y: გაყიდულია 209 000 ერთეული; საცალო ფასი: 44 630 – 54 130 დოლარის ფარგლებში;
- Honda CR-V: გაყიდულია 196 204 ცალი; საცალო ფასი: 31 450 – 36 350 დოლარის ფარგლებში;
- Ram Pickup: გაყიდულია 179 526 ერთეული; საცალო ფასი: 42 270 – 89 070 დოლარის ფარგლებში;
- Toyota Camry: გაყიდულია 155 242 ერთეული; საცალო ფასი:27 555 – 35 430 დოლარის ფარგლებში;
- GMC Sierra: გაყიდულია 148 785 ერთეული; საცალო ფასი: 39 000 – 85 000 დოლარის ფარგლებში;
- Nissan Rogue: გაყიდულია 141 160 ერთეული; საცალო ფასი: 31 000 – 41 000 დოლარის ფარგლებში;
- Honda Civic: გაყიდულია 129 788 ერთეული; საცალო ფასი: 25 045 – 32 545 დოლარის ფარგლებში.