ლაგოდეხის რაიონი სტიქიის შედეგად დაზარალდა

ლაგოდეხის რაიონი სტიქიის შედეგად დაზარალდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში პრობლემები შექმნა.

რაიონში სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო - სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა.

ამასთანავე, მერია იტყობინება, რომ დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები და მოგლეჯილია ხეები. ადგილზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მერი ტაბატაძე