კახა კალაძე: არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა შეკითხვას ქვეყანაში შემოსული რუსი ტურისტების სტატისტიკასთან დაკავშირებით.

კალაძე ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას და ეკონომიკურ განვითარებას ყოველთვის მიესალმებოდა.

„თქვენ ეტყობა არ მიგიღიათ „მესიჯი“. ახლა შეცვლილია ეს „მესიჯი“ და თქვენები პირიქით, ემხრობიან რუსი ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში. ასე რომ, უნდა მიესალმოთ ამ ყველაფერს. დაურეკეთ თქვენებს და გეტყვიან სწორ, ახალ „მესიჯს“. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ ვმალავდით, რომ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ეს არ არის ცუდი. პირიქით, ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამაზე კი პროტესტი იყო თქვენი მხრიდან. დღეს რიტორიკა შეცვლილი გაქვთ. ამიტომ, არ უნდა შეგეშალოთ, „მესიჯი“ შეცვლილი გაქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.