საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივნისში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაიაფდა, უცხოურ ვალუტაში კი გაძვირდა.
უფრო კონკრეტულად, ივნისში ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 14.39% შეადგინა, მაშინ, როდესაც მაისში ეს მაჩვენებელი 14.73% იყო.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ვალუტაში კრედიტი ძირითადად ფიზიკურ პირებს გაუიაფდათ - 17.07%-დან 17.04 %-მდე, იურიდიული პირების შემთხვევაში კი სესხზე პროცენტმა მინიმალური განაკვეთით 11.77%-დან 11.78%-მდე მოიმატა.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს, აქ ივნისში ზრდა ფიქსირდება. საშუალო განაკვეთმა მაისის 8.94%-დან 9.03%-მდე მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა ივნისში 9.16%-დან 9.46%-მდე მოიმატა. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი კრედიტები 8.18%-დან 7.82%-მდე გაიაფდა.
რაც შეეხება ზოგადად საპროცენტო განაკვეთებს, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით ივნისში ის 12.7%-ს შეადგენდა, მაისში კი 13.%-ს.