„ხალიკ ბანკის“ უმსხვილესი კონტრიბუცია სოფლის მეურნეობაში - ბანკმა „ყვარლის ბაგა“ 5 მლნ ევროთი დააფინანსა

„ხალიკ ბანკი“, როგორც სანდო ფინანსური ბიზნესპარტნიორი, ერთადერთი ბანკია საქართველოში, რომელმაც “ყვარლის ბაგა"-ს შექმნის იდეა 5 000 000 ევროთი დააფინანსა და ბიზნესის განხორციელებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგად მოხდა „ყვარლის ბაგა“-ს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების მიერ.

როგორც „ყვარლის ბაგას“ დამფუძნებელი, ლაშა პაპაშვილი ამბობს, „ხალიკ ბანკის“ მიერ მათი დაფინანსება უპრეცედენტოდ მაღალი იყო.

„არცერთი ბანკი არ წამოვიდა ამ წინადადებაზე, რადგან სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა ისეთი სფეროა, რომ ყველამ რისკიანად ჩათვალა, „ხალიკ ბანკი“ იყო ერთადერთი, ვინც თავიდანვე დაგვთანხმდა და ყველაფერში გამოგვყვა. ის ბაზრის მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, აქვს მეტი კაპიტალი და შეუძლია კონკურენციის გაწევა. „ხალიკის“ მერე ჩვენთან წამოვიდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, რომლის დაფინანსებაც მნიშვნელოვნად მცირე იყო, ვიდრე „ხალიკ ბანკის“, რომელმაც 5 მლნ ევროთი დაგვაფინანსა, რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა 2 მლნ ევროთი და IFC-მ 2მლნ ევროთი.“ - აღნიშნავს პაპაშვილი.

მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, სხვა შემთხვევაში მხოლოდ კაპიტალით ვერცერთ ქვეყანაში ბიზნესი ვერ წავა წინ.

“ჩვენ ერთ-ერთი ფლაგმანი ვართ ამ სფეროში, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც. გამოწვევა იყო ის, რომ ინდუსტრიული რძე აღარ არსებობს. საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ინდუსტრიული, დასავლური ფერმა აღარ შექმნილა საქართველოში. ჩვენ გზამკვლევები, პირველები ვიყავით ამ სფეროში, დავიწყეთ 100 მეწველი ძროხით, „ჰალიკ ბანკის“ დახმარებით სწრაფად გავიზარდეთ 1000-მდე და დღეს უკვე 1 500 სულამდე საქონელი გვყავს, რძეს კი სამ უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმოს ვაწვდით“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ყვარლის ბაგაში“ ებრაული ტექნოლოგიებით მუშაობენ, ხოლო ნახირის მართვის პროგრამა, რაც ამ საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ისრაელის წარმოების არის. ლაშა პაპაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ბაზარზე ადგილობრივი კვალიფიციური კადრის პრობლემა იყო, 7 წლის განმავლობაში საწარმოს ებრაელი მენეჯერი მართავდა. ამჟამად კი, საწარმოს ქართველი სპეციალისტები მართავენ.

“ყვარლის ბაგა” საქართველოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სტანდარტების მქონე რძის მწარმოებელი კომპანიაა.

„ხალიკ ბანკს“ კი, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობაში, ასევე აღნიშნული ბიზნესი განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს.

(R)