5 სექტორი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი რუსული კომპანია საქმიანობს -  სულ 38 ათასამდე კომპანიაა რეგისტრირებული

საქართველოში 37 900-ზე მეტი სრულად ან ნაწილობრივ რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანიაა რეგისტრირებული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი კომპანია კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობებშია რეგისტრირებული, სადაც ამ კომპანიების 26% საქმიანობს; შემდეგია საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - დაახლოებით 14%-ით და საცალო ვაჭრობა, სადაც რუსული კაპიტალით შექმნილი კომპანიების 2,7% საქმიანობს.

უფრო კონკრეტულად, 5 სექტორი, სადაც ყველაზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, ასე გამოიყურება:

  • კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები - 10 081 კომპანია;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები - 5 658 კომპანია;
  • საცალო ვაჭრობა - 1 013 კომპანია;
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა - 726 კომპანია;
  • სპეციალიზებული საქმიანობები - 685 კომპანია.

რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, სადაც ასევე ბევრი რუსული კომპანია საქმიანობს, შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში - 601 კომპანია;
  • რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები - 597
  • საბითუმო ვაჭრობა - 592 კომპანია;
  • დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობები - 300 კომპანია;
  • "საპარიკმახეროების" და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება 273
  • საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა - 266 კომპანია;
  • კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 235 კომპანია;
  • ტურისტული სააგენტოები და ტურ-ოპერატორების საქმიანობები - 219 კომპანია
  • უძრავი ქონების სააგენტო - 217 კომპანია;
  • საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა - 176 კომპანია.

ნინი ქეთელაური