ახალი კვლევის თანახმად, ბოლო წლებში აშშ-ში, სადაც ითვლებოდა, რომ საშუალო ცხოვრებისეული პირობები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, საცხოვრებელი ბინები და სახლები კატასტროფულად გაძვირდა.
Zillow-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის, სამჯერ გაიზარდა აშშ-ის ქალაქების რაოდენობა, სადაც გასაყიდად გამოტანილი სახლის პირველადი შეფასება 1 მილიონი დოლარია.
მონაცემები მიუთითებს, რომ 237 ქალაქში, ტიპური სახლის საწყისი ფასი 1 მლნ დოლარია. შესაბამისად, საშუალო ფენის შემოსავალი ამ მონაცემებით განისაზღვრება.
Zillow-ის უფროსის, ორფე დივუნგის თქმით, ეს ამერიკაში სახლების ხელმისაწვდომობის კრიზისზე მიუთითებს.
ორგანიზაცია Zillow ანგარიშობს „სტარტერ სახლის“ ფასს, რაც კონკრეტულ რეგიონში სახლის ღირებულებების ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გულისხმობს. კალიფორნია, ნიუ-იორკი და ნიუ ჯერსი უძრავი ქონების ყველაზე ძვირი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
ამერიკელთა უმრავლესობა - 76% ამბობს, რომ დღეს ცუდი დროა სახლის შესაძენად. ამასთან, Zillow-ის თანახმად, წინა წლებში სახლის მყიდველის საშუალო ასაკი 35 წლის იყო. რეალტორთა ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, აშშ-ში საკუთრებაში არსებული სახლის საშუალო ფასი 426 900 დოლარამდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
წყარო: cnn.com