„ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ნორმალური ყველი შევიძინოთ - თუ სეზონი არ არის, კარგ პომიდორს ვერ ნახავთ“

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროდუქტების მრავალფეროვნება არ გვაქვს, ალბათ, სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს იმას, რომ პროდუქტებიც განვითარდეს. საუბარია, იმაზე, რომ ავთენტური პროდუქტების შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია მოხდეს სარესტორნე ბიზნესში,“- ამის შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „კვირის“ პრეს-კლუბში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქტების სიმცირეა, რაც გასტროტურიზმის განვითარებას აფერხებს. ამასთან, ქეთი კვიჭიძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთ სირთულეს სერვისის გაუმართაობა ქმნის.

„მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროდუქტების მრავალფეროვნება არ გვაქვს, ალბათ სოფლის მეურნეობის განვითარება ხელს შეუწყობს იმას, რომ პროდუქტებიც განვითარდეს. საუბარია იმაზე, რომ ავთენტური პროდუქტების შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია მოხდეს სარესტორნე ბიზნესში. უფრო მეტად რომ მოვიხმარდეთ ავთენტურ პროდუქტებს და ამაზე აეგოს ჩვენი საოჯახო რესტორნები და გასტროტურიზმი.

მაგალითად, ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ნორმალური ყველი, რძის პროდუქტი შევიძინოთ. ასევე, თუ სეზონი არ არის, კარგ პომიდორს ვერ ნახავთ. გამიგრძელდება ალბათ ჩამოთვლა. იგივე, ხორცპროდუქტები, როდესაც პრეტენზია გვაქვს, რომ ხორცით კარგი კერძი დავამზადოთ, ძალიან ძვირი უნდა გადავიხადოთ და უცხოეთიდან შემოტანილი, დავარგებული შევიძინოთ, ადგილობრივ პროდუქტებზე ძალიან დიდი პრობლემაა. ასევე, თევზეული, იმის მიუხედავად, რომ ზღვის და მდინარეების ქვეყანა ვართ, ეს პოტენციალი გვაქვს და თევზეული, ზღვის პროდუქტები უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ განვითარდეს, რადგან, თუ პროდუქტები არ გვექნა, ვერანაირ გასტრონომიის განვითარებაზე ვეღარ ვისაუბრებთ.

მეორე დიდი პრობლემაა სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეს სფერო განვითარდა. ვერ იპოვით ნორმალურ მიმტანს იმიტომ, რომ ეს პროფესიად ვერ ჩამოყალიბდა დღემდე. სტუდენტები მიდიან, მოდიან, როგორც სამსახური ისე არ არის. უცხოეთში, ევროპაში და ძალიან ბევრ ქვეყანაში, ასაკობრივი ზღვარი არ აქვს და ადამიანები პროფესიად აღიქვამენ, მუშაობენ, ეს არის ჩვეულებრივ გაყიდვები, შუამავალი ჩემს რესტორანსა და მომხმარებელს შორის. ჩვენთან რატომღაც დღემდე ვერ ჩამოყალიბდა როგორც პროფესია და ამ კუთხით, ძალიან გვიჭირს. სერვისი ამიტომაც ვარდება,“- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

ნინი ქეთელაური