საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყნებს შორის 149.468 მლნ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული, რეკორდული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2023 წლის 6 თვეში საქართველო-ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 133.061 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 113.338 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის იანვარ-ივნისში 64.013 მლნ აშშ დოლარი, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში - 48.066 აშშ დოლარი და ა.შ.
ამასთან, წელს, იანვარ-ივნისში, ირანიდან 135.698 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც ასევე, წინა წლებთან შედარებით მაქსიმალური მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 6 თვეში ირანიდან იმპორტმა 120.351 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იანვარ-ივნისში - 99.983 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 53.008 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.
რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან ირანში 13.770 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც წინა 3 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, 2023 წლის 6 თვეში ექსპორტმა 12.710 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წლის იანვარ-ივნისში - 13.355 მლნ აშშ დოლარი, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 11.005 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომელიც წელს იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ ირანში, ხუთეული ასე გამოიყურება:
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ირანიდან გასულ წელს 1.044 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 80,6%-ით ნაკლებია. 2022 წელს ქვეყნიდან 5.382 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება წლევანდელ მონაცემს, 2024 წლის 1-ლი კვარტალის მდგომარეობით, ირანიდან საქართველოში ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი (-1.680 მლნ აშშ დოლარი) დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სტატისტიკაში, საქართველოსთვის ირანი ვიზიტორების რაოდენობით ტოპ-ქვეყნების ათეულშია. წელს, 6 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ირანიდან 21,7%-ით მეტი ტურისტი ეწვია. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 61 961 ირანელი ვიზიტორი იმყოფებოდა, წინა წლის 1-ელ ნახევარში - 50 932.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს უკვე შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ამასთან, ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება.