916-დან 2 689 დოლარამდეა კვადრატულის ფასი - თბილისის უბნები, სადაც ბინა ყველაზე ძვირი/იაფი ღირს

2024 წლის ივნისში თბილისში 2 957 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემების მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 22%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, შარშან ივნისში 3 785 ბინაა გაყიდული.

რაც შეეხება საშუალო ფასს, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, 1 კვ.მ. ყველაზე ძვირი - 2 689 დოლარი, მთაწმინდაზე ღირს, ყველაზე იაფი - 916 დოლარი კი ვაშლიჯვარში იყო.

რაც შეეხება სხვა რაიონებს, გასული თვის მდგომარეობით, თბილისის უბნებში კვადრატული მეტრის ფასი შემდეგი იყო:

  • ვაკე - 1 კვ.მ. - 2 346 დოლარი;
  • ჩუღურეთი - 1 კვ.მ. - 1 563 დოლარი;
  • საბურთალო - 1 კვ.მ. - 1 535 დოლარი;
  • კრწანისი - 1 კვ.მ. - 1 445 დოლარი;
  • ისანი - 1 კვ.მ. - 1 272 დოლარი;
  • დიდუბე - 1 კვ.მ. - 1 208 დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 კვ.მ. - 1 122 დოლარი;
  • გლდანი - 1 კვ.მ. - 1 047 დოლარი;
  • სამგორი - 1 კვ.მ. - 1021 დოლარი;
  • დიდი დიღომი - 1 კვ.მ. - 965 დოლარი.
მერი ტაბატაძე