ჩინური ელექტრომობილები ევროპის ბაზარს იპყრობენ

გასულ თვეში, ჩინეთის ბრენდებმა ევროპული ელექტრომობილების ბაზრის 11% დაიკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

ლიდერი იყო SAIC Motor. მხოლოდ ერთ თვეში ჩინურმა ბრენდებმა რეგიონში 23 000-ზე მეტი ელექტრომობილი დაარეგისტრირეს.

ჩინელი მწარმოებლები ცდილობენ გადალახონ ევროკავშირის მკაცრი ტარიფები, რომლებიც ძალაში შევიდა ივლისის დასაწყისში. ევროკავშირის ტარიფები დამატებით 38%-იან გადასახადს აწესებს SAIC Motor-ზე, ხოლო BYD დამატებით 17%-ს იხდის..

ექსპერტებმა არ იციან, შენარჩუნდება თუ არა მოცულობის ზრდა უახლოეს თვეებში. თუმცა, ისინი შიშობენ, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა მანქანების ბაზრის გამო რეალურ სავაჭრო ომში გადაიზრდება.

ჩინეთი ცდილობს გვერდი აუაროს ევროკავშირის ტარიფებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტრომობილების მწარმოებლებმა ჩინეთიდან გადაწყვიტეს გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა ევროპაში, რათა ახალი ვალდებულების გავლენა შემცირდეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების საპასუხოდ, პეკინმა გამოაცხადა მოსმენების გამართვა ევროპიდან კონიაკის იმპორტის შესახებ.

ნათია ზარიძე