ევროპის ქალაქები ლიდერობენ იმ ადგილების სიაში, რომლებიც სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსისთვის საუკეთესოა. Forbes Advisor-ის მიხედვით, ასეთია დანიის დედაქალაქი.
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც დისტანციური და „ჰიბრიდული“ სამუშაო სულ უფრო გავრცელებული ხდება, თანამშრომელთა კეთილდღეობა და კომფორტი არასდროს ყოფილა ასე პრიორიტეტული.
იმდენად რამდენადაც, Forbes Advisor-ის კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში დამსაქმებელთა ნახევარზე მეტი (54%) დათანხმდბოდა ნაკლებ ანაზღაურებას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი ბალანსის სანაცვლოდ.
Forbes Advisor-ის მიხედვით, ქალაქების 10-ეული, სადაც სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება საუკეთესოდაა შესაძლებელი, ასეთია:
10. ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია
ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი, ცნობილია საცხოვრებელი ბინების დაბალი ფასებით შემოსავლებთან მიმართებით (დიდი ბრიტანეთის სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით). ამ ქალაქის კომპანიები დასაქმებულებს გრძელვადიან დეკრეტულ შვებულებას სთავაზობენ.
9. ედინბურგი, შოტლანდია
ედინბურგი არის კიდევ ერთი ბრიტანული ქალაქი, რომელიც მოხვდა ათეულში სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის მიხედვით. გარდა განსაცვიფრებელი ბუნების სილამაზისა, შოტლანდიის დედაქალაქი გთავაზობთ 28-დღიან წლიურ შვებულებას და 39-კვირიან დეკრეტულ შვებულებას მინიმალური ანაზღაურებით.
8. ვენა, ავსტრია
ვრცელი მწვანე სივრცეებით, უფასო ჯანდაცვითა და განათლებით, ავსტრიის დედაქალაქი ვენა იდეალური ადგილია სამუშაოსა და ოჯახური ცხოვრების უკეთ დასაბალანსებლად. ქალაქში უმუშევრობის დონე მხოლოდ 2%-ია და მუშები, როგორც წესი, საშუალოდ ხუთკვირიან წლიურ შვებულებას იღებენ.
7. რეიკიავიკი, ისლანდია
ისლანდიის მთავრობის აქცენტის წყალობით, ბევრმა კომპანიამ დედაქალაქში მოქნილი სამუშაო შეთანხმებები დანერგა, მათი დასაქმების რეკლამების თითქმის ნახევარი გთავაზობთ დისტანციურ და ჰიბრიდულ მუშაობას. გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლებს ყოველწლიურად 24-დღიანი შვებულების უფლება აქვთ (პლუს 12 უქმე დღე).
6. გოტებურგი, შვედეთი
გოტებორგში დიდ ყურადღება ექცევა კერძო და საჯარო ორგანიზაციების თანამშრომლების კეთილდღეობას; საშუალოდ მათ სთავაზობენ 25-დღიან შვებულებას და მოქნილ სამუშაოს, ვაკანსიების 42%-ში დისტანციური ან ჰიბრიდული სამუშაოა შეთავაზებული.
5. ოკლენდი, ახალი ზელანდია
ოკლენდი ერთადერთი არაევროპული ქალაქია, რომელიც ათეულში მოხვდა. ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ 26-საათიანი სამუშაო კვირით, ოთხი კვირის ანაზღაურებადი შვებულებით და 11 უქმე დღით.
ოკლენდის მზარდი ეკონომიკა სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში დასაქმების უამრავ შესაძლებლობებს იძლევა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებლით - 3.2%.
4. ოსლო, ნორვეგია
მართალია, ოსლო ძვირადღირებული ქალაქია, მაგრამ ცხოვრების მაღალი დონე და კეთილშობილური ხელფასები მას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს სამუშაო და პირადი/ოჯახური ცხოვრებისთვის. ოსლოში ბევრი კომპანია უზრუნველყოფს მოქნილ სამუშაო საათებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს შესანიშნავად შეათავსონ სამსახური და პირადი ცხოვრება.
3. სტოკჰოლმი, შვედეთი
სტოკჰოლმში სრულ განაკვეთზე მომუშავეები იღებენ მინიმუმ 25-დღიან წლიურ შვებულებას, რაც მათ უამრავ თავისუფალ დროს აძლევს დასვენებისთვის. სამსახურების თითქმის ნახევარი (46%) ჰიბრიდულ ან დისტანციურ სამუშაოს გთავაზობთ
2. ჰელსინკი, ფინეთი
ჰელსინკი მეორე ადგილზეა საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქალაქებს შორის, რადგან დიდი ყურადღება ეთმობა სამუშაო გარმოს, პირობებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს. შეგახსენებთ, რომ ფინეთი ბედნიერების მსოფლიო ინდექსში პირველ ადგილზეა.
ჰელსინკში კომპანიები გვთავაზობენ წლიურ შვებულებას ხუთ კვირამდე, ასევე მოქნილ სამუშაო საათებს, დისტანციური მუშაობის ჩათვლით, მთავრობის სოციალური პოლიტიკის შესაბამისად.
1. კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენი იმ ქალაქების სიაში ლიდერობს, სადაც ადამიანებს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის იდეალური ბალანსი აქვთ და ეს გასაკვირი არ არის.
დანიის დედაქალაქს მაღალი ქულა აქვს ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე სფეროში. ის ასევე არის მეორე ყველაზე ბედნიერი ქალაქი მსოფლიოში და პირველ ადგილზეა გენდერული თანასწორობით. დანია ასევე გამოირჩევა მოქნილი სამუშაო საათებით, სულ მცირე ხუთკვირიანი წლიური შვებულებით, დაბალი უმუშევრობით (2.4%).