მილიარდერმა, ჰეჯ-ფონდის დამფუძნებელმა კენ გრიფინმა რეკორდები მისი ზოგიერთი შესყიდვით დაამყარა. მაგალითად, მან მაიამის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ქონება შეიძინა, 45 მლნ დოლარი გადაიხადა დინოზავრის ჩონჩხში და ა.შ.
გრიფინი ამჟამად მსოფლიოში 33-ე უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით ის 41.8 მილიარდ დოლარს ფლობს.
მისი ქონების ნაწილი, 90 მილიონ დოლარზე მეტი, ცოტა ხნის წინ სენტ-ტროპეში, უაღრესად ექსკლუზიურ სასახლეზე დაიხარჯა. თუმცა, გარდა ექსტრავაგანტული შესყიდვებისა, გრიფინი მაღალი დონის ფილანტროპია. მან 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეწირა განათლების, შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მეცნიერების ინიციატივებს.
90 მილიონი დოლარის ღირებულების სენტ-ტროპეს ქონება
კენ გრიფინის სასახლე გავრცელებული ინფორმაციით, 90 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.
ქონება ოდესღაც ფოტოგრაფ გიუნტერ საქსს ეკუთვნოდა.
ტაიტის სანაპიროზე მდებარე ქონება მოიცავს დაახლოებით, ორ ჰექტარს მრავალი შენობით. ეს შენაძენი ემატება გრიფინის ძვირად ღირებული ქონების გლობალურ კოლექციას, მათ შორის, სახლებს ლონდონში, ნიუ-იორკში და სამხრეთ ფლორიდაში.
45 მილიონი დოლარის დინოზავრის ჩონჩხი
გრიფინმა წელს Sotheby's-ის აუქციონზე 44,6 მილიონი დოლარის ღირებულების სტეგოზავრის ჩონჩხი შეიძინა, რითაც დაამყარა ნამარხი აუქციონის რეკორდი.
თითქმის, 27 ფუტის სიგრძის და 11 ფუტის სიმაღლის ჩონჩხი ყველაზე დიდი ზომისაა სტეგოზავრის ჩონჩხებს შორის, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა.
43 მილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ს კონსტიტუციის პირველი გამოცემა
აშშ-ს კონსტიტუციის პირველი გამოცემის ასლისთვის გრიფინმა 2021 წელს Sotheby's-ის აუქციონზე 43,2 მილიონი დოლარი გადაიხადა.
გრიფინი გეგმავს, დოკუმენტი არკანზასში მდებარე ხელოვნების უფასო მუზეუმს გადასცეს.
500 მილიონი დოლარი ორი ხელოვნების ნიმუშისთვის
Art News-მა გრიფინი ხელოვნების სამყაროს 200 საუკეთესო კოლექციონერში დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიფინმა 500 მილიონი დოლარი დახარჯა 2016 წელს უილემ დე კუნინგის შედევრზე და ჯექსონ პოლოკის "ნომერ 17A"-ზე.
238 მილიონ დოლარიანი პენტჰაუსი ნიუ იორკში
2019 წელს გრიფინმა ნიუ -იორკის ცენტრალურ პარკთან იყიდა 238 მილიონი დოლარის ღირებულების პენტჰაუსი. რაც მაშინ რეკორდული ფასი იყო.
23,000 კვადრატული ფუტის რეზიდენცია ემატება გრიფინის მაღალი ღირებულების უძრავი ქონების პორტფელს. მან ადრე იყიდა 122 მილიონ დოლარიანი სასახლე ლონდონში, კელვინ კლაინის ყოფილი საუთჰემპტონის სახლის შესაძენად კი 84 მილიონი დოლარი დახარჯა.
მიწა პალმ ბიჩში
მილიარდერმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა 2022 წელს, როდესაც მან 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მაიამიში, 4 ჰექტარ ქონებაზე განთავსებულ ექსკლუზიურ Coconut Grove-ში.
წყარო: businessinsider.com