„ბლინკენმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ აპირებდნენ გადაეხედათ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობისთვის და პროგნოზირებადი იყო, რომ შეეჩერებინათ დაფინანსება. ჩემი აზრით, კონკრეტულად ეს თანხები ისედაც არ იხარჯებოდა ხალხის კეთილდღეობაზე. მე რომ მკითხოთ, მთავრობის დახმარება საერთოდ უნდა შეწყდეს“,- ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამნტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნინული გადაწყვტილების საპირწონედ აშშ-ის მთავრობას საქართველოს მოქალაქეების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროცდურები უნდა გაემარტივებინა.
„ამერიკის მთავრობას შეუძლია საქართველოს ბევრად კარგი საქმე გაუკეთოს. ამ განცხადების პარალელურად, გონივრული იქნებოდა გაეკეთებინათ განცხადება, რომ ცალმხრივად ამარტივებენ სავაჭრო ურთიერთობებს ჩვენთან, ამარტივებენ სავიზო ურთიერთობს, ასევე სასწავლო პროგრამებით სტუდენტების გამგზავრებას და ამასთანავე, კარგი იქნებოდა ამერიკაში არალეგალურად მყოფი ქართველებისთვის ლეგალურად მცხოვრების სტატუსის მინიჭება, რათა მათ საშუალება მიეცეთ დაბრუნდნენ საქართველოში, ჩამოიტანონ თანხები და აქ სცადონ თვითრეალიზება. ეს ყველაფერი გულისხმობს უბრალო მოქალაქეებისთვის უფრო დიდი ასპარეზის გახსნას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე კარგი იქნებოდა იმის მოსმენა, რომ თუ რომელიმე კომერციული ავიაგადამზიდის მზრიდან მზაობა იქნებოდა, მას პირდაპირი ფრენების განხორციელების საშუალება მისცემოდა.
ასევე ყოფილიყო განცხადება, რომ აშშ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმების და არჩევნების სამართლიანად ჩატარების პირობებში, ნატოს უახლოესი კონკრეტული თარიღის სესიაზე დააყენებდა საქართველოს გაწევრიანების საკითხს. ეს ყველაფერი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების გონივრული დაბალანსება, რადგან ჩემი შეფასებით, ერთი ქვეყნის მთავრობის მიერ მეორე სახელმწიფოს მთავრობის დაფინანსება კარგი საქმე არ არის. ამით ერთი მთავრობა მეორეს ეხმარება არ იყოს დამოკიდებული საკუთარ ამომრჩეველზე, რაც სწორი არ არის, რადგან მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების იმედზე, ამომრჩეველთან ურიერთობას კარგავს. იდეურად არ ვარ ამის მომხრე.
ბოროტებისთვის დაფინანსების შეჩერება ყოველთვის კარგია და მე ამას ვეთანხმები, უბრალოდ, მაინტერესებს, მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, რა ხეირი მაქვს, როგორც მეწარმეს, სტუდენტს და ა.შ.“,- აღნიშნა პაატა შეშელიძემ.