საბერძნეთმა ვალების შემცირებასთან დაკავშირებით ახალი გეგმა შეიმუშავა

საებრძნეთის ეკონომიკის მინისტრის გეორგიოს სტატაკისის განცხადებით, შემუშავებულია ახალი გეგმა ქვეყნის ვალების შემცირებასთან დაკავშირებით.

როგორც სტატაკისისმა "ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა, საუბარია მეწარმეებისთვისა და მდიდარი ადამიანებისთვის ახალი გადასახადების დაწესებაზე, ასევე გარკვეული კატეგორიის პროდუქტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწესებაზე.

თავის მხრივ, ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ახალი გეგმის და არ გამორიცხეს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა მიღწეული იქნას შეთანხმება საბერძნეთისთვის მორიგი ფინანსური დახმარების ტრანშის გადარიცხვაზე.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საბერძნეთის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებაში გარკვეული პროგრესია, თუმცა კვლავაც ბევრი სამუშაოა, დრო კი ცოტა.

საბერძნეთმა ივნისის ბოლომდე 1,6 მილიარდი ევრო უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანამ ევროზონა დატოვოს.