ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე შერჩევითის ნაცვლად სრული საბაჟო კონტროლის შემოღებას აპირებს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნამ სოციალურ ქსელ Х-ის გვერდზე დაწერა.
მისი ცნობით, ახალი წესი რუსეთთან საზღვარზე 8 აგვისტოდან ამოქმედდება.
მინისტრი, ასევე, წერს, რომ ამ გზით ტალინი სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს ბრძოლას უცხადებს. ახალი რეგულაცია საზღვრის გადაკვეთის დროს გაზრდის, თუმცა ადამიანთა რაოდენობას შეამცირებს.
ცნობისთვის: ივლისის დასაწყისში ესტონეთის სახელმწიფო თავდაცვის საინვესტიციო ცენტრის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კადი-კაი კოლომ განაცხადა, რომ მთავრობა რუსეთთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზის აშენებას აპირებს, რომელზეც 600 ბუნკერი მოეწყობა. მშენებლობა მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ