ახალი და მეორადი მოდელების საწყისი ღირებულება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მძღოლები ელექტრომობილებზე გადასვლისგან თავს იკავებენ. ისინი შეშფოთებულნი არიან ელექტრომობილების ფასებით.
ბრიტანულმა გამოცემა Express-მა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 27,2%-მა განაცხადა, რომ მოდელების ღირებულების შემცირებამ შეიძლება დაარწმუნოს ისინი, განიხილონ ასეთი მანქანის შეძენა.
ახალი ელექტრო მოდელები ჯერ კიდევ ხლმისაწვდომი ფასების დიაპაზონს მიღმაა, საშუალო ღირებულება დაახლოებით 50 000 ფუნტია ($63 723)
ყველაზე იაფი ელექტრომობილები ჯერ კიდევ დაახლოებით 20 000 ფუნტი სტერლინგი ($25 489) ღირს, მაგრამ ჩინეთიდან ახალმა იმპორტმა შეიძლება მალე ფასები შეამციროს.
ზოგიერთი მეორადი ელექტრომობილის შეძენა ახლა შესაძლებელია 10 000 ფუნტზე ($12 744) ნაკლებ ფასად.
The Electric Car Scheme-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ღირებულება არის ყველაზე დიდი ბარიერი მანქანის მფლობელების ორი მესამედისთვის. თუმცა, კომპანიის დამფუძნებელი ტომ გროტი ამტკიცებს, რომ ხარჯები შეიძლება მალე შემცირდეს და შედეგად ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდოს.
თუმცა, რესპონდენტთა 19.5%-მა არ იცის, რატომ უნდა გადავიდეს ელექტრომობილებზე და ბევრი ვარაუდობს, რომ ისინი ამას არასდროს გააკეთებენ. დანარჩენმა რესპონდენტებმა კიდევ რამდენიმე მიზეზი დაასახელეს.