თურქეთში „ინსტაგრამი“ დაიბლოკა

თურქეთმა სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ დაბლოკა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის კომენტარს უკავშირებენ, რომელმაც პლატფორმა მისი გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, დაბლოკოს სამძიმრის პოსტები „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.

„ეს არის წმინდა სახის ცენზურა“, - განაცხადა მან.

გადაწყვეტილება დაბლოკვის შესახებ 2 აგვისტოს თურქეთის კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ეკა დარჩიაშვილი