2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 1.1%-ით განისაზღვრა.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებში მოხვდა ანტიბიოტიკები, ხახვი და წიწიბურა.
უფრო კონკრეტულად, წელს ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა: