მადრიდის მცხოვრებმა ლატარეაში თითქმის 25 მილიონი ევრო მოიგო

ევროპაში პოპულარული გათამაშების EuroMillions-ის ბილეთის მფლობელმა 24 835 107 ევრო მოიგო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის იღბლიანი ბილეთის გამარჯვებული, თუმცა ცნობილია, რომ ის მადრიდის მცხოვრებია.

EuroMillions-ის მორიგი გათამაშება იღბლიანი აღმოჩნდა ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები კიდევ ექვსი ადამიანისთვის, რომლებიც მეორე პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. თითოეული მათგანის მოგებამ 122 938,83 ევრო შეადგინა.

EuroMillions-ის გათამაშება 2004 წლიდან არსებობს. ლატარეა კვირაში ორჯერ თამაშდება პარიზში და მასში მონაწილეობას ევროპის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგის, ბელგიის, პორტუგალიისა და ავსტრიის მცხოვრებლები იღებენ. ლატარეის ბილეთი 2 ევრო ღირს.