biletebi.ge-ს წარმომადგენლები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება სუპერთასის ბილეთების გაყიდვა

biletebi.ge-ს წარმომადგენლები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ, თუ როდის აღდგება საიტზე ევროპის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ფეხბურთის ფედერაციაში იმყოფება biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი, რომლის განცხადებითაც, კომენტარს ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. ჩხიკვიშვილი ჯერ არც იმაზე საუბრობს, ამჟამად რა მდგომარეობაა ხარვეზების გამოსწორების მიმართულებით.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩხიკვიშვილს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.