ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირებას 383 სტუდენტი გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უსტიციის სამინისტროში სტაჟირების გავლა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების (GPA – არანაკლებ 2.8-4.0;
ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი) პირებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე;
აგრეთვე, პირებს, რომლებმაც დაასრულეს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟიორის კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის სტაჟიორად შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შეფასებაზე უფლებამოსილი კომისია.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით.
იუსტიციის სამინისტროში არსებული ვაკანსიები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და წარსადგენი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: hr.gov.ge