აპრილ-ივნისში „ქართულმა ოცნებამ“  შემოწირულებების სახით თითქმის 1 მილიონი ლარი მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბიულეტენის თანახმად, 2024 წლის 1-ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარის შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება (1,224,111₾).

ამავე ინფორმაციით, პარტიული შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 961,176 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე - „ნაციონალური მოძრაობა“ 302,682 ლარით.

shemowiruli-tanxebi-1722678407.png

ამავდროულად, 2024 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ თანხა 31-მა დონორმა შესწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ** 2.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული.

31 შემომწირველთან დაკავშირებული ორი კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში ტენდერები მოიგო. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 81 მილიონი ლარი იყო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 294 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. დეტალურად იხილეთ ცხრილ 1-ში). პარტიამ „ხალხის ძალა“ პირველად მიიღო შემოწირულება. მას ორმა პირმა ჯამურად 96,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.

captureaaa-1722678442.png

ნათია ზარიძე