საუკეთესო და მაღალანაზღაურებადი პროფესიები მათთვის, ვისაც ღია სივრცეში მუშაობა მოსწონს

თუ გიყვართ მოგზაურობა, ბუნებაში ყოფნა და საოფისე სამუშაო თქვენ მოწოდება არ არის, არსებობს პროფესიები, რომლებიც საკმაოდ დიდ შემოსავალს მოგიტანთ, თანაც ცხოვრებას ბევრად სახალისოს გახდის.

წარმოგიდგენთ პროფესიებს, რომლებიც ღია სივრცეში მუშაობას საჭიროებს:

მეფუტკრე

მარტივად რომ ვთქვათ, მეფუტკრე არის ადამიანი, რომელიც ფუტკარს ინახავს. ისინი ცნობილები არიან, როგორც “თაფლის ფერმერები“. მათი სამუშაო სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თაფლის ფუტკრებს იყენებენ ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის დამტვერვის სერვისების უზრუნველსაყოფად. ფუტკარი ასევე აწარმოებს ისეთ საქონელს, როგორიცაა თაფლი, ფუტკრის ცვილი, მტვერი და სამეფო ჟელე. ეს ყველაფერი კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ბუნების საჩუქარია. ადამიანი, კი რომელიც ამ კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, გარდა იმისა, რომ საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებს, უშველებელ საქმეს აკეთებს მომავალი თაობებისთვის.

ბოტანიკოსი

ბოტანიკოსის წვლილი ბუნების განვითარებაში ძალია დიდია. ის შეისწავლის მწვანე საფარისა და მისი საჭიროებების დეტალებს.

მოგზაური მწერალი

მოგზაურობის შესახებ წერა და ამაში ანაზღაურების მიღება ბევრისთვის საოცნებო სამუშაოა. მხოლოდ რჩეულები აკეთებენ ამას საკმარისად კარგად და ღირსეულ საარსებო წყაროებსაც გამოიმუშავებენ.

ჯომარდობა

ეს რთული, მაგრამ ძალიან სახალისო პროფესიაა. ჯომარდმა უნდა იცოდეს მანევრირება, ჰქონდეს ძლიერი გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები.

აგრონომი

აგრონომები თავიანთ ყურადღებას კულტურების წარმოებაზე ამახვილებენ და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია მზარდი მოსახლეობისთვის. სამუშაო მოიცავს საწვავის, ბოჭკოვანი და მიწის აღდგენისთვის მცენარეების წარმოებისა და გამოყენებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

არქეოლოგი

არქეოლოგებს დიდი წარდგენა არ სჭირდებათ. ეს არის პროფესია, რომელიც იკვლევს უნიკალურ წარსულს და ამაღლებს კაცობრიობის განათლების დონეს. ისტორიული ინტერესის მქონე ობიექტებისა და ადგილების გათხრები, უმნიშვნელოვანესია ყველა ქვეყნისთვის.

სათხილამურო და სნოუბორდის ინსტრუქტორი

მთები თქვენი სახლია და ამ სამუშაოს შეუძლია მოგატაროთ მსოფლიო დონის კურორტები მთელს მსოფლიოში.

მეტყევე

ამ პროფესიასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები მოიცავს ხეების ან ტყეების მოვლას, დარგვას და მართვას, ზოგჯერ უდაბნო ადგილებში.

გარემოსდაცვითი ინჟინერი

ზრუნავ გარემოზე? ყოველთვის ეძებთ უკეთეს სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ? მაშინ ეს სამუშაო თქვენთვისაა! გარემოსდაცვითი ინჟინერი მუშაობს გადამუშავების, ნარჩენების განადგურების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლის გასაუმჯობესებლად.

ვენახის მენეჯერი

ვენახის მენეჯერად ყოფნამ შეიძლება გამოავლინოს ყველანაირი პოტენციალი. ეს მოითხოვს ვენახის ყველა ოპერაციების გატარებას ყურძნის მოყვანიდან ხელფასის კოორდინაციამდე.

მაშველი

წყალში ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვის გარდა, მაშველს შეუძლია ჩაატაროს ცურვის გაკვეთილებში, ახსნას და აღასრულოს წყლის უსაფრთხოების წესები და რეგულაციები. შეძლოს სწრაფად და ეფექტურად რეაგირება სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი