„გალტ ენდ თაგართის“ კვლევის მიხედვით, თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 22%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, დედაქალაქში 2024 წლის ივლისში 2 957 ბინა გაიყიდა, შარშან იმავე პერიოდში კი 3 785.
ამასთანავე, წელს, ივლისში რაოდენობრივად ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, ყველაზე ცოტა კი მთაწმინდაზე. კერძოდ, თბილისის რაიონების მიხედვით, ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა ასე გამოყურება:
რაც შეეხება საფასო კატეგორიას, საშუალო შეწონილი ფასი მიმდინარე წლის ივლისში 1 კვ.მ-ზე 1 271 დოლარი იყო, ხოლო გასული წლის იმავე თვეში 1 138, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი 11.6%-ით არის გაძვირებული.