იაპონიიდან ატომობილების იმპორტი შემცირდა - როგორია საშუალო საიმპორტო ფასი

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იაპონია საქართველოში ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე იყო და მისი წილი იმპორტში 15.5%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ავტომობილების უმსხვილეს იმპორტიორთა შორის მეორე ადგილზეა, ამ ქვეყნიდან იმპორტი წლიურად 20.8%-ით არის შემცირებული.

საქსტატის თანახმად, გასული წლის პირველ ექვს თვეში იაპონიიდან იმპორტირებულია 243.74 მილიონ დოლარამდე ღირებულების მანქანა (9 917 ერთეული), ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 193 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების (12 918 ცალი).

რაც შეეხება ფასს, შარშან იანვარ-ივნისში, საშუალოდ, ერთი მსუბუქი ავტომობილის საიმპორტო ფასი 24 578 დოლარს შეადგენდა, წელს კი 14 941 დოლარი იყო. შენიშვნა: მარკისა და მოდელის გათვალისწინებით, შესაძლოა, ერთი მანქანა უფრო ნაკლები ან მეტი დაჯდა.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 1.246 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 83 296 ავტომობილი იყიდა. მანქანების იმპორტში უდიდესი წილი ამერიკაზე მოდიოდა, საიდანაც ქვეყანამ 706.7 მლნ დოლარზე მეტის ჯამში 59 453 ერთეული ავტომობილი შეიძინა.

მერი ტაბატაძე