როდის დასრულდება ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„დღეს ძალიან მკაფიოდ ითქვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მხრიდან, რომ ბოლო ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის სამუშაოები და გზის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. ეს არის მკაფიო განაცხადი და ეს დაპირება შესრულდება.

ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში.

ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ასევე: „ხულო-ზარზმის გზის 8-წლიანი დაუსრულებელი რეკონსტრუქცია“ - რამდენი დავხარჯეთ და როდის დასრულდება პროექტი