სოკოვანი ინფექციები – თანამედროვეობის გლობალური პრობლემა

ზაფხული მწველ და მცხუნვარე მზის სხივებთან ასოცირდება. ნანატრი შვებულების და განტვირთვის დღეების უმრავლესობა თავს სწორედ წლის ამ პერიოდში იყრის. საზოგადოება თავად ირჩევს მზიანი დღეების გასატარებლად ზღვას, მთას თუ აუზებს მიაშურონ. თუმცა კომფორტული დასვენების პარალელურად, წლის ყველაზე ცხელ პერიოდში შესაძლოა არაერთმა პრობლემამ იჩინოს თავი. ზაფხულის ერთ-ერთი აქტიუალურ პრობლემას სოკოვანი ინფექციები წარმოადგენს. სოკოთი ინფიცირების რისკი მაღალია როგორც საცურაო აუზებზე, ასევე სპორტდარბაზებში, საუნაში, პლაჟზე – ადგილებში, სადაც შიშველი ფეხით გადაადგილება გვიწევს.

პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, სოკოვანი დაავადებების მქონე პირების აუზსა და სხვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე თუ სანატორიულ-კურორტულ დაწესებულებებში, ესთეტიკურ ცენტრებსა თუ სილამაზის სალონებში დაშვება კატეგორიულად აკრძალულია. საკმაოდ დიდ დისკომფორტს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სოკოვანი ინფექციების გავრცელების წყარო დაავადებული ადამიანია. ამასთან, ვიზუალურად საკმაოდ არაესთეტიკურიცაა სოკოვანი ინფექციით დაზიანებული ფრჩხილი და ამ დროს ადამიანები, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, ღია ფეხსაცმლის ტარებას ერიდებიან.

სოკოვანი დაავადება 21-ე საუკუნის გლობალური პრობლემაა. ერთი შეხედვით მცირე პრობლემა, შესაძლოა, მძიმე გართულებების საფუძველი გახდეს, რადგან ინფექცია სწრაფად ვრცელდება, სხეულის ჯანსაღ ნაწილებს აზიანებს და ლოკალური ფორმის ნაცვლად, გენერალიზებული დაავადების სახესაც იღებს. სწორედ ამიტომ, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მნიშვნელოვანია სოკოვანი ინფექციების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

დღესდღეობით, ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებად ტერფისა და ფრჩხილის (ონიქომიკოზი) სოკო მიიჩნევა. აღნიშნული დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოს მოსახლეობის 20-30%-ში გვხვდება. ტერფის და ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია მოზრდილ პაციენტებში, განსაკუთრებით 40-60 წლის ასაკში, გაცილებით ხშირია.

სოკოვანი ინფექციების გავრცელების წყარო სოკოს სპორებია. სოკოს სპორებით დაბინძურებული ნივთების ან სივრცის (ფეხსაცმელი, ჰიგიენის ნივთები, საერთო აბაზანა, აუზი და სხვ.) გამოყენება სოკოვანი ინფექციების გავრცელების პირდაპირ წყაროს წარმოადგენს. ამასთან, სოკოვანი ინფექცია შესაძლოა განვითარდეს ფრჩხილის ფირფიტის მექანიკური დაზიანებისას, რისი ხშირი მიზეზიც მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამოყენებაა. ფრჩხილის სოკოს გავრცელების სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს ფეხის მომატებული ოფლიანობაც, ჰიგიენის დაუცველობა და ფრჩხილის მიკროტრავმებიც წარმოადგენს.

ფრჩხილის და ტერფის სოკოვანი ინფექციების გამოვლენა სირთულეს არ წარმოადგენს. როდესაც შეინიშნება ფრჩხილის ფირფიტის ფერის ან ზედაპირის ცვლილება, დეფორმირება ან გასქელება, ასევე თითებს შორის სისველე, ქავილი და ნახეთქები, ეჭვი სოკოვან ინფექციებზე უნდა მიიტანოთ.

სოკოვანი დაავადებისგან თავის ასარიდებლად რეკომენდებულია სწორად შევარჩიოთ ფეხსაცმელი (სასურველია იყოს თავისუფალი, მოხერხებული, ისეთი, რომ არ მოახდინოს ზეწოლა კანსა და ფრჩხილზე), გამოვიყენოთ ბუნებრივ ქსოვილზე დამზადებული წინდები, არ გამოიყენოთ სხვისი ჰიგიენური ნივთები, მაგ: თეთრეული, მაკრატელი, ღრუბელი და ა.შ.

სოკოვანი ინფექციების მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიმწვავეზე, შესაბამისად ხდება სისტემური (პერორალური) თუ ადგილობრივი გამოყენების ანტიმიკოზური პრეპარატების შერჩევა.

თანამედროვე მედიცინაში, ანტიმიკოზური საშუალებების სითხის სახით გამოყენება პრიორიტეტულია. ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს GM PHARMA-ს პროდუქტი სტიბერილი წარმოადგენს.

სტიბერილის ხსნარში შემავალი აქტიური ნივთიერება ნაფტიფინი კანისა და ფრჩხილის ზედაპირულ მიკოზებზე, როგორც მონო, ისე კომბინირებული თერაპიის დროს კარგად მოქმედებს. ღრმად აღწევს ფრჩხილქვეშა კანის შრეებში და მდგრად კონცენტრაციას ქმნის, რაც მის მაღალეფექტურობას განაპირობებს. სტიბერილის გამოყენებისას მცირდება ფრჩხილის სოკოვანი დაავადების თანმხლები ისეთი სიმპტომების გამოვლინება, როგორიცაა: თითებს შორის ერითემა, ქავილი, მაცერაცია. ღრმად აღწევს როგორც ფრჩხილში, ასევე კანში და მოქმედებს სამი მიმართულებით:

  • სოკოს საწინააღმდეგო ანუ ანტიმიკოზური
  • ანთების საწინააღმდეგო
  • ანტიბაქტერიული

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტორი, რომ სტიბერილის ხსნარს არ გააჩნია სისტემური მოქმედება, რაც შესაბამისად განაპირობებს მის უსაფრთხოებას ხანგრძლივი თერაპიის დროს (6 თვე).

გამოყენებისას არ იწვევს კანის გაღიზიანებას, არ არის ფოტოტოქსიკური (ზაფხულის სეზონზე, მზიან ამინდებში, როდესაც ყველაზე აქტიურია სოკოვანი ინფექციები).

ამგვარად, სტიბერილის ხსნარი რეკომენდებულია გამოვიყენოთ როგორც უშუალოდ ფრჩხილის სოკოს, ასევე მის გარშემო არსებულ კანზე გავრცელებული დაავადების დროს.

სტიბერილი ხსნარი გამოიყენება კანის დაზიანებული უბნისა და მის ირგვლივ მდებარე ჯანსაღი კანის (1 სმ-ის არეალში) დასამუშავებლად ერთხელ დღეში, დაზიანებული უბნის კარგად გასუფთავებისა და გაშრობის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა სოკოვანი ინფექციების სირთულის ხარისხზეა დამოკიდებული. საუკეთესო შედეგი მიიღწევა 3-დან 6 თვემდე მკურნალობისას.

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

(R)