დასავლეთ რუსეთის ძირითადი პორტებიდან, კერძოდ, პრიმორსკიდან, უსტ-ლუგადან და ნოვოროსიისკიდან ნედლი ნავთობის დღიური ექსპორტი ივლისში, თითქმის, 1,8 მლნ ბარელამდე დაეცა, რაც 19 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
მონაცემები Bloomberg-მა ტანკერების მონიტორინგის საფუძველზე გამოთვალა.
სააგენტოს ცნობით, ივნისში რუსეთიდან ექსპორტმა დღეში 2,2 მლნ ბარელზე ოდნავ მეტი შეადგინა.
ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის პროგნოზით, წლის შედეგებით რუსეთში ნავთობის მოპოვებამ 505 მილიონიდან 515 მილიონ ტონამდე უნდა შეადგენოს. მისი თქმით, იანვარ-აპრილში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის 95% „მეგობრულ“ ქვეყნებში განხორციელდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ