გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ისტორიისა და მათემატიკის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ისტორიისა და მათემატიკის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

„შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. მინიმალური გამსვლელი ქულა - 10.2-ზე მეტი. ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15-ზე მეტი.

ზღვრის გადალახვის შესაძლებლობა აქვს იმ აბიტურიენტსაც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ მათემატიკაში გახდება 10.2 -ზე მეტი, ხოლო ისტორიაში - 15-ზე მეტი. დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

გამოცდები 2024 - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.