პარლამენტში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი იმყოფებიან.

ისინი დახურულ შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურთან და მის პირველ მოადგილე ნოდარ ებანოიძესთან მართავენ.  თამაზ მეჭიაურმა თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, თუ რა თემაზე ისაუბრებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე მომზადებული პროექტი უნდა იყოს.