2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ პირებზე (ბანკების გარდა) ეროვნულ ვალუტაში 54 508 400 000 ლარის სესხი გაიცა. სესხის მიზნობრიობის მხრივ, გაცემული თანხის უდიდესი ნაწილი ბიზნეს მიმართულებაზე მოდიოდა.
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ბიზნეს სესხებზე, მცირე და საშუალო ბიზნესების ჩათვლით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაცემულია 54 146 100 000 ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ლარში იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებში ბიზნეს სესხების წილი 99% იყო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების შეძენის ან რემონტისთვის გაცემულმა სესხებმა ჯამში 14 700 000 ლარი შეადგინა, სალომბარდე სესხებმა 317 400 000 ლარი, ხოლო სხვა სესხებმა 30 200 000 ლარი.
რაც შეეხება იურიდიულ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, პირველ ექვს თვეში სულ კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 97 773 300 000 ლარი, საიდანაც ბიზნეს სესხებზე 97 747 600 000 ლარი მოდიოდა. ამ შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესების ჩათვლით, ბიზნეს მიზნობრიობაზე გაცემული სესხების წილი 99.97% იყო.
საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების შესაძენად ან რემონტისთვის კომპანიებზე უცხოურ ვალუტაში მხოლოდ 4 მლნ ლარის სესხი გაიცა. სალომბარდე მიზნით გაცემულია სულ 7 200 000 ლარი, ხოლო სხვა სესხებზე დარჩენილი 14 500 000 ლარი.
ცნობისთვის, სხვა სესხები მოიცავს ოვერდრაფტებს, საკრედიტო ბარათებითა და სწრაფი განვადებით გაცემულს სესხებს ან იმ სესხებს, რომელთა მიზნობრიობაც გაურკვეველია.