ელექტრომობილების გაყიდვები 25%-ით გაიზარდა

ელექტრომანქანები სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხდება პოპულარული. მიუხედავად ბევრ მათგანში ინფლაციისა და შესყიდვების სტიმულირების კლებისა, ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები კვლავ მაღალია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის გლობალურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.

„2023 წელს ელექტრომობილების გაყიდვების უმეტესი ნაწილი ჩინეთზე, ევროპასა და შეერთებულ შტატებზე მოდის. სანამ ელექტრომანქანების ბაზრის წილი განვითარებად ეკონომიკებში შედარებით დაბალია, მათი შემდგომი ზრდის პოტენციალზე არაერთი ფაქტორი მიუთითებს,“- ნათქვამია კვლევაში.

ეკა დარჩიაშვილი