„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Airbnb-ის საშუალებით თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობამ 161.8 ათასი შეადგინა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, მონაცემები წლიურად 3.9%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ბათუმს, საანგარიშო პერიოდში Airbnb-ის საშუალებით ჯავშნები წლიურად 4.8%-ით არის გაზრდილი. კვლევის თანახმად, პლატფორმაზე, ბათუმში ჯამში 80.6 ათასი ღამეა დაჯავშნილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კვარტალში Airbnb-ზე ჯავშნებთან ერთად, გაზრდილია ფასიც. მაგალითად, ამ პერიოდში თბილისში ღამის გასათევი საშუალოდ 56 დოლარი ღირდა. კვლევის ავტორების ცნობით, ფასი დედაქალაქში 1.4%-ით არის გაზრდილი.
ბათუმში კი Airbnb-ზე დაჯავშნილი ერთი ღამის ღირებულება წლიურად 0.9%-ით გაიზარდა. კერძოდ, წელს მეორე კვარტალში ღირებულება 45 დოლარს შეადგენდა.