ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც რუისის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს - მთავრობამ ქონება 1.1 მლნ ლარად გადასცა

„რუისის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობისთვის სს „ვინდ ფაუერს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაეცა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში მდებარე 254 ათას კვ.მ-ზე მეტი ფართობის უძრავი ქონება.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული განკარგულებით, კომპანიას ქონება 1 126 292 ლარად გადაეცა. „ვინდ ფაუერმა“ საპრივატიზაციო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ამასთან, კომპანიამ საპრივატიზაციო დოკუმენტების თანახმად, გადაცემულ ქონებაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება კომპანიას, სს „ვინდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია. სააქციო საზოგადოების ერთადერთი აქციონერი შპს „ფერია“. თავის მხრივ, კომპანია „ფერის“ მფლობელები იოსებ მეჭედლიშვილი (96%) და კახაბერ შევარდნაძე (4%) არიან.

მერი ტაბატაძე