გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების (სომხურად და აზერბაიჯანულად) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

„შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, მინიმალური გამსვლელი ქულა - 15.

სამოქალაქო განათლების მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მაქსიმალური ქულაა 70, მინიმალური გამსვლელი ქულა - 18.

ზოგადი უნარების მაქსიმალური ქულაა 80, მინიმალური გამსვლელი ქულა - 25.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების დასრულების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად.

გამოცდები 2024 - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და შეფასების სქემები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.