უოლ-სტრიტი მშვიდდება - ვაჭრობა მნიშვნელოვანი პლუსით დაიხურა

უოლ-სტრიტის ძირითადი საფონდო ინდექსები “შავი ორშაბათის” შემდეგ, როცა გლობალური აქციები ჩამოიშალა, სამშაბათს ისევ გაიზარდა, რადგან ინვესტორები აქციების გლობალური გაყიდვების შემდეგ გარიგებებს ეძებდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, აშშ-ს ფედრეზერვის ჩინოვნიკების ბოლო “სამშვიდობო” კომენტარებმა ბაზრის განწყობა გააძლიერეს და აშშ-ის რეცესიის შიშები შეამსუბუქეს.

კერძოდ, უოლ-სტრიტის საფონდო ინდექსებმა, S&P 500-მა და Nasdaq-მა სამშაბათს ვაჭრობა 1%-იანი მატებით დახურეს, რადგან ინვესტორები დიდი გაყიდვებიდან ერთი დღის შემდეგ ყიდვაზე გადავიდნენ.

Dow Jones-ი 0.76%-იანი ანუ 38.997,66-პუნქტამდე ზრდით დაიხურა, S&P 500 1.04%-ით - 5.240,03-მდე, ხოლო Nasdaq 1.03%-ით - 16.366,855-პუნქტამდე გაიზარდა.

ცნობისთვის: აშშ-ის რეცესიის შიშის გამო ორშაბათის დილიდან გლობალური აქციები ჩამოიშალა. იაპონიის საფონდო ბირჟა და აშშ-ის აქციების ფიუჩერსები დაეცა, ხოლო აზიაში ავტომატური გათიშვები ჩაირთო. მათ ევროპული აქციები მოჰყვა და Stoxx 600-ის ინდექსი 2%-ით დაეცა. იაპონიის საბაზისო ინდექსმა, Nikkei-მ 12,40%-ით დაიკლო, რაც 1987 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო. რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი, მათ შორის, წარმოების, გრძელვადიანი საქონლისა და რაც მთავარია, სამუშაო ადგილების და ხელფასების შესახებ მონაცემები აშშ-ის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე კითხვებს აჩენდა. ინვესტორებმა რეცესიის ნიშნები დაინახეს. შედეგად უოლ-სტრიტის შიშის ინდიკატორმა, CBOE-ის არასტაბილურობის ინდექსმა 65-ზე მაღლა, ანუ იმ დონემდე აიწია, რომელიც პანდემიის შემდეგ არ დაფიქსირებულა და რაც ეკონომისტებს გლობალურ ფინანსურ კრიზისს მოაგონებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ