გასულ კვირაში აშშ-ში ნავთობის მარაგები 3,73 მილიონი ბარელით შემცირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგები გასულ კვირაში 3,73 მილიონი ბარელით შემცირდა და 429,32 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში.

ამავე ინფორმაციით, ბენზინის მარაგი 1,34 მლნ ბარელით გაიზარდა და 225,1 მლნ ბარელი შეადგინა.

კომერციული დისტილატების მარაგები გაიზარდა 949 ათასი ბარელით, 127,8 მლნ ბარელამდე.

ექსპერტები ნავთობის მარაგების შემცირებას 1,8 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგების 1,8 მილიონი ბარელით და დისტილატის მარაგების 1 მილიონი ბარელით ზრდას ელოდნენ.

ნათია ზარიძე