სოფელ ახალქალაქს გადაერქვა სახელწოდება და მეფისქალაქი დაერქვა. ამის შესახებ მთავრობის 7 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული.
„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქს გადაერქვას სახელწოდება და ეწოდოს მეფისქალაქი,”- ვკითხულობთ დადგენილებაში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს.